მადრიდის რეალი, ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

ანჩელოტის წასვლის შემდეგ - რეალი ჩაბი ალონსოსთვის იბრძოლებს

როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. იტალიელ სპეციალისტს ბრაზილიის ნაკრები ეპატიჟება და თავის მხრივ, „პაპა კარლოს“ სანაკრებო ფეხბურთშიც სურს ძალების მოსინჯვა.

ავტორიტეტული გამოცემა BILD იუწყება, რომ ანჩელოტის მადრიდის „რეალში“ ჩაბი ალონსო ჩაანაცვლებს. „ბლანკოსის“ ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერს“ ხელმძღვანელობს და მისი მუშაობით გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია.

ასევე, ალონსოს „ბაიერთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და გუნდის შესაცვლელად იდეალური დროა. ცნობისთვის, ჩაბი ლევერკუზენს ყველა ტურნირზე ერთად 37-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 17 მატჩი მოიგო, 10 წააგო, ხოლო 10 ფრედ დაასრულა.

რაც შეეხება მის მადრიდულ საფეხბურთო კარიერას, „სამეფო კლუბში“ 2009 წელს ჩაირიცხა და „რეალის“ მაისური 5 წლის განმავლობაში ატარა.

შეგახსენებთ, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს რაულ გონსალეს ბლანკოსაც უკავშირებენ. ყოფილი კაპიტანი ახლა „კასტილიას“ საკმაოდ წარმატებულად ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ხელი მოაწერა - გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია
კონტრაქტს ხელი მოაწერა - გიუნდოგანი ბარსელონას ფეხბურთელია