დანი ალვეში
Aa
Aa

დანი ალვეშის პირველი ინტერვიუ ციხიდან | „ჩემი სინდისი სუფთაა“

დანი ალვეშმა, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და ციხეში იმყოფება, დუმილი დაარღვია და ჟურნალისტ მაიკა ნავაროს ინტერვიუ მისცა. ალვეშმა ღამის კლუბში მომხდარის საკუთარი ვერსია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

„არ ვიცი, მისი (გულისხმობს გოგონას, რომელიც გაუპატიურებაში ადანაშაულებს) სინდისი სუფთაა თუ არა ან ღამით კარგად როგორ სძინავს, მაგრამ ყველაფერს ვპატიობ. ერთი ღამე არ გასულა ისე, რომ მშვიდად დამეძინა. არც ერთი ღამე ყოფილა ასეთი. ჩემი სინდისი სუფთაა და ძალის გამოყენებით ტკივილი არასდროს არავისთვის მიმიყენებია. გამონაკლისი არც ის საღამო ყოფილა.

გადავწყვიტე, ეს ინტერვიუ ჩამეწერა, რომელიც ჩემთვის მომხდარის შემდეგ, პირველია და მინდა, ხალხს ვუთხრა, რას ვფიქრობ. მინდა, იცოდნენ იმ დღეს, საპირფარეშოში რა მოხდა. აქამდე, ვრცელდებოდა ამბავი, რომელსაც რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. საპირფარეშოში შევყევი და კარი არ ჩამიკეტავს. კარი ღია იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო წასვლა, რადგან პრაქტიკულად მთელი დროის განმავლობაში უნიტაზზე ვიჯექი. როგორც ჩანს, მას ვიღაცამ ძალიან ცუდი რჩევა მისცა. მან არ იცოდა, ამ ვითარებიდან როგორ გამოსულიყო, მომხდარის გამო თავი ძალიან ცუდად იგრძნო და ეს გზა აირჩია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მინდა, ბოდიში მოვუხადო, ჩემი მეუღლეა“.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, მომჩივანი კი 23 წლის გოგონაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა ის ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპირფარეშოში გააუპატიურა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალვეშს 4-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ
„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ