ნგოლო კანტე
Aa
Aa

ჩელსი დაემშვიდობა | კანტე საუდის არაბეთში ითამაშებს

ლონდონის „ჩელსი“ ნგოლო კანტეს დაემშვიდობა. „არისტოკრატების“ ნახევარმცველი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და „ალ-იტიჰადის“ რიგებში ითამაშებს, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

„ჩელსიში გატარებული პერიოდისას, ნგოლომ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა. ნახევარდაცვაში მისი დაუღალავი პერფორმანსების წყალობით, რამდენიმე თასი მოვიგეთ და მან კლუბის ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა. ჩვენ ნგოლოს კარიერის მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ“, - აცხადებენ „ჩელსის“ თანადირექტორები, ლორენს სტიუარტი და პოლ უისტენლი.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო რომანოს ცნობით, კანტემ „ალ-იტიჰადთან“ 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა. ყოველწლიურად, მისი ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება და ხელფასის გარდა, სარგებელს კომერციული გარიგებებიდან და საიმიჯო უფლებებიდან მიიღებს. იგი ახალ კლუბს ივლისში შეუერთდება.

ცნობისთვის, კანტე „ჩელსიში“ 2016 წლის ზაფხულში, „ლესტერიდან“ გადავიდა. მან „არისტოკრატებთან“ ერთად, 6 ტიტული მოიგო, რომელთა შორის ინგლისის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის დაწყება ცუდი გადაწყვეტილება იყო“ - რას წერს Mirror-ი შოტლანდია VS საქართველოზე
„მატჩის დაწყება ცუდი გადაწყვეტილება იყო“ - რას წერს Mirror-ი შოტლანდია VS საქართველოზე