მაკტომინეი: “მოედანზე გულშემატკივრების გამო დავბრუნდით“
Aa
Aa

მაკტომინეი: “მოედანზე გულშემატკივრების გამო დავბრუნდით“

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო შოტლანდიას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ კომენტარი გააკეთა.

მაკტომინეი:

„მატჩის დაწყებამდე ყველა ვამბობდით, რომ ასეთ პირობებში ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. მინდორზე მაინც გავედით. შეხვედრის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგრძელდა.

სველი მოედნის მიუხედავად, თავი არ დავხარეთ, ჩვენი ტაქტიკური გეგმა შევინარჩუნეთ და ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთეთ. დღეს სტადიონზე გულშემატკივრების გამო დავბრუნდით. მათ ჩვენი თამაშის ხილვა სურდათ. უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით, რის გამოც მადლობას ვუხდით.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ესპანეთს, რომელსაც 3 ქულა აქვს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ ტურში „ჯვაროსნები“ ესპანეთს უმასპინძლებენ. აღნიშნული შეხვედრა 8 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      მარცხი ჰემპდენ პარკზე - სკოტების გამარჯვება და ხვიჩას გაცუდებული პენალტი
      მარცხი ჰემპდენ პარკზე - სკოტების გამარჯვება და ხვიჩას გაცუდებული პენალტი