გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ატმოსფერო არ გვაშინებს“ - კაშია შოტლანდიასთან მატჩზე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დღეს შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა ჰემპდენ პარკზე ივარჯიშა, რომლის დაწყებამდეც ჟურნალისტებთან გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ შოტლანდიის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა კაშიამ:

ვფიქრობ, რომ დღეს ნაკრებში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ და არ მგონია, რომ ადგილობრივმა ატმოსფერომ დათრგუნოს ეს მოთამაშეები. მეც და მთელი გუნდი ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და ველოდებით საინტერესო თამაშს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტურნირის მნიშვნელობა ყველას გააზრებული გვაქვს“ - 21-წლამდელები მზადებას ასრულებენ
    „ტურნირის მნიშვნელობა ყველას გააზრებული გვაქვს“ - 21-წლამდელები მზადებას ასრულებენ