უნაი ემერი: "ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ ვინ დაარტყამს"
"პსჟ"-სა და "ლიონს" შორის გუშინ გამართულ შეხვედრაში, რომელიც პარიზელებმა 2-0 მოიგეს, კავანისა და ნეიმარს შორის მორიგი უთანხმოება დაფიქსირდა.
ურუგვაელი ფეხბურთელი, ნეიმარს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლებას არ აძლევს. ასე მოხდა გუშინაც.
ამ ფაქტზე კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ გააკეთა.
"გუნდში გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც პენალტის დარტყმა კარგად ეხერხება. მათ შორის არიან კავანი და ნეიმარიც. ფეხბურთელები გენტლმენები არიან და ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანს. არ მინდა, რომ აქედან პრობლემა შეიქმნას". - განაცხადა უნაი ემერიმ.