მასტერ ლიგა, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები
Aa
Aa

მეორე მოგება მსოფლიოზე - საქართველომ ირლანდიას შოტლანდიაც მიაყოლა

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობასაც და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ როსტომ ფარცვანიას გუნდს უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო მოგება.

ანგარიში შეხვედრის დებიუტში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. საჯარიმო ნიშნულიდან თოთაძის ძლიერი გასროლა შოტლანდიის მცველს მოხვდა და საბოლოოდ ავტოგოლი გავიდა. პირველ ტაიმში ფარცვანიას გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თავი ამჯერად ჯემალ ლალიაშვილმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში ლალიაშვილმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და სხვაობა სამბურთამდე გაზარდა. შოტლანდიელებმა პრესტიჟის გოლი შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები სატურნირო ცხრილის H ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ მაროკოს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტურში ირლანდიის ნაკრები 5:1 გაანადგურეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი სწორედ მაროკოს წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 7 ივნისს, საქართველოს დროით 21:00 საათზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო - სანიოლმა 11 ფეხბურთელი ავარჯიშა
საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო - სანიოლმა 11 ფეხბურთელი ავარჯიშა