ჯიმ მილერი
Aa
Aa

23 წამში გათიშა - 39 წლის ჯიმ მილერმა წლის ნოკაუტი შემოგვთავაზა

UFC-ის 39 წლის ლეგენდარულმა მებრძოლმა ჯიმი მილერმა წლის ნოკაუტი შემოგვთავაზა.

მილემა იეს ბატლერის გათიშვა ბრძოლის დაწყებიდან 23 წამში შეძლო.

ვეტერან მილერს ორგანიზაციის ისტორიაში ჩატარებული და მოპოვებული გამარჯვებების რეკორდი ეკუთვნის - 42 ბრძოლა და 25 მოგება.

მოსალოდნელია, რომ მილერი UFC 300-ზეც იჩხუბებს.

შეგახსენებთ, რომ მილერმა UFC-ის რეკორდი 2022 წლის 3 ივლისს დაამყარა, როცა UFC 276-ზე დონალდ სერონს დაუპირისპირდა და მეტოქე მეორე რაუნდში დაამარცხა, რის შემდეგაც მან UFC-ში რიგით 24-ე გამარჯვება გაიფორმა და მოგებათა რაოდენობით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში (UFC) 24 მოგება იმ დროს მის გარდა სხვას არავის ჰქონდა მოპოვებული.

ამჯერად კი მილერის ანგარიშზე უკვე 25 გამარჯვებაა. მისი დებიუტი 2008 წელს შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიზის პრობლემები - ცნობილია, რატომ ჩაეხსნა ქუთათელაძე ბრძოლას
ვიზის პრობლემები - ცნობილია, რატომ ჩაეხსნა ქუთათელაძე ბრძოლას