პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

“აქ თამაში მსიამოვნებდა“ - მესი პსჟ-ს დაემშვიდობა

ახალი არავისთვის არის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მესი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. ლეო საფრანგეთის დედაქალაქიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

2-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს დაემშვიდობა:

„ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ს წარმომადგენლობა შევძელი. ძალიან მსიამოვნებდა ამ გუნდში ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ასევე, მადლობა კლუბს ასეთი საოცარი პარიზული გამოცდილებისთვის“

შეგახსენებთ, რომ 7 ოქროს ბურთის მფლობელი „პარი სენ ჟერმენს“ 2 წლის წინ შეუერთდა. დღემდე, მესიმ ფრანგული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 74-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, მესის მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ბარსელონას“. ლაპორტას და ჩავის პირადად სურთ მისი დაბრუნება, მაგრამ რადარზე საუდის არაბეთია.

„ალ ჰილალი“ ლიონელს 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 600 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს ანაზღაურება კი მილიარდ ევროს სცდება. ჯერჯერობით თავად ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ