მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის მწვრთნელი: არ ვიცოდი, მიქაუტაძე სად დამეყენებინა

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ბასტიას“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებს.

ბუნებრივია, მთავარი იმედები გიორგი მიქაუტაძეზე მყარდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და „მეცის“ ფანებიც იმედოვნებენ, რომ ქართველი ფეხბურთელი მათ სეზონის უმთავრეს მატჩშიც დიდ დახმარებას გაუწევს.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა და გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა ბოლონიმ:

ვფიქრობ, მიქაუტაძემ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დამსახურებულად მიიღო. ის საფრანგეთში მეტ-ნაკლებად წარმატებული მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. როცა ჩვენთან დაბრუნდა, ისეთი ფეხბურთელი აღმოვაჩინე, რომელიც ზუსტად არ ვიცოდი სად უნდა დამეყენებინა. თუმცა, მისი შენარჩუნება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო და კარგად მოვიქეცით. მისთვის კარგი პოზიციის შერჩევამ წარმატებული შედეგი გამოიღო.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა „მეცი“ დატოვოს. ქართველი ფეხბურთელით „ბარნლი“ და „მილანი“ ინტერესდებიან. 22 წლის ფორვარდმა 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს