ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

Game4Ukraine | ამხანაგური მატჩი ლონდონში უკრაინის დასახმარებლად

„არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრა ინგლისში გაიმართება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლის აღდგენას მოხმარდება.

ზინჩენკო და შევჩენკო გუნდებს თავად დააკომპლექტებენ და მათ მხარდამხარ ლეგენდარული ფეხბურთელები და კინოს, მუსიკისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები ითამაშებენ. მატჩი „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება და 5 აგვისტოსაა ჩანიშნული.

„საოცარი შეგრძნებაა, როცა ხედავ, საფეხბურთო სამყარო როგორ ერთიანდება, რათა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში დაგვეხმაროს“, - განაცხადა ზინჩენკომ. „ფეხბურთი ხალხს ყოველთვის აერთიანებდა და იმედი გვაქვს, ეს იქნება დღე, რომელიც ყველას დაამახსოვრდება“, - დასძინა შევჩენკომ.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა დღეიდან გახდება შესაძლებელი და მათი ფასი 15-დან 50 გირვანქა სტერლინგამდე იქნება. მატჩის მონაწილე გუნდების მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი. ერთი გუნდი ლურჯი ფორმით გავა მოედანზე, მეორე - ყვითლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic-მა ხვიჩა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა
The Athletic-მა ხვიჩა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა