ლივერპული, რეალი, რობერტო ფირმინო
Aa
Aa

ინტერესი იზრდება - ანჩელოტი ფირმინოში ბენზემას თვისებებს ხედავს

ცნობილია, რომ კარლო ანჩელოტის კარიმ ბენზემას შემცვლელი სურს. ფრანგი თავდამსხმელი ასაკშია და იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ მას ვერ დაეყრდნობა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ რობერტო ფირმინოს კანდიდატურას განიხილავს, რომელიც 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. ბრაზილიელი ახლა 31 წლის არის და კოლოსალური გამოცდილება აქვს.

მეტიც, მისი საფეხბურთო თვისებები საკმაოდ ჰგავს კარიმის სტილს და ანჩელოტი სწორედ ამ ფაქტმა მოხიბლა. მიუხედავად ამისა, ფაბრიციო რომანოს თქმით, ფირმინო „რეალის“ მეოთხე არჩევანია ხუთიდან.

MARCA-ს ინფორმაციით, „რეალი“ მორატას და ხოსელუს ვარიანტსაც განიხილავს. რაც შეეხება ფირმინოს, მის მიმართ ინტერესს MLS-რამდენიმე კლუბი, „ინტერი“, „მილანი“ და გალათასარაი იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი „ლივერპულს“ 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, ფირმინომ მერსისაიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 362-ჯერ მოირგო, 111 გოლი გაიტანა და 79 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა