კილიან მბაპე
Aa
Aa

„მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები“ - მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, კილიან მბაპე საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მბაპემ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მოიგო (2019, 2021, 2022, 2020-ში პანდემიის გამო არავისთვის გადაუციათ) და ლიონელ მესის, ჯონათან დევიდს, სეკო ფოფანასა და ლოი ოპენდას აჯობა.

„მინდა, ლანსის ფეხბურთელებს, რომლებმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, ჯონათან დევიდს, რომელმაც უამრავი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ძალიან დაეხმარა და რა თქმა უნდა, ლეოს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა, მადლობა გადავუხადო. მინდა, მომენტით ვისარგებლო და კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა. შესაძლოა, ბანალურობად ჩამითვალოთ, მაგრამ პარი სენ-ჟერმენში, ასეთი ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში, პრივილეგიაა.

ჩემი მიზანი ყოველთვის გამარჯვებების მოპოვება და ჩემპიონატის ისტორიაში ჩემი სახელის ჩაწერა იყო. იმ ამბიციების მიუხედავად, რომლებიც მაქვს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენ წარმატებას ასეთ მოკლე დროში მივაღწევდი. ეს ნამდვილად სასიამოვნოა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შარშან, ასეთი არჩევანი გავაკეთე (რეალისთვის უარის თქმასა და პსჟ-ში დარჩენას გულიხმობს). აქ ვარ, სიამოვნებას ვიღებ და უკეთესი ფეხბურთელი ვხვდები. მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები და ძალიან ბედნიერი ვარ“.

ცნობისთვის, მბაპე სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მისი თანაგუნდელის, ლიონელ მესის გადაწყვეტილებამ კი დიდი რეზონანსი გამოიწვია. „ლა პულგა“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული იყო, მაგრამ ღონისძიებაზე დასწრების ნაცვლად, ცნობილი ჯგუფის, Coldplay-ის კონცერტს დაესწრო, რომელიც ბარსელონაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე