ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი ილიაზე: „დაამარცხოს ემეტი და ტიტულთან ახლოს იქნება“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკი“ The MMA Fan Podcast-ის სტუმარი იყო და გადაცემის წამყვანების ერთ-ერთი შეკითხვა „ელ მატადორს“ შეეხებოდა.

„რამდენად ახლოს იქნება თოფურია სატიტულო ბრძოლასთან თუ ჯოშ ემეტს დაამარცხებს? ვფიქრობ, ძალიან ახლოს იქნება. თუ ემეტს მოუგებს, საჩემპიონო ჩხუბის მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდება.

თოფურიას მნიშვნელოვანი ფინიშები აქვს გაფორმებული და როცა საუბარი სახიფათო მებრძოლებზე მიდის, ხალხს აინტერესებს, რა მოხდება თუ ისინი ჩემ წინააღმდეგ მომენტის დაჭერას შეძლებენ. ეს ჩემთვის კარგია, რადგან საშუალებას მაძლევს, მაქსიმალური კონცენტრაცია შევინარჩუნო. ეს ჩხუბი ნამდვილად არის ბრძოლა, რომელსაც მოუთმენლად ველი და ვფიქრობ, ილიას მაღალი დონის მებრძოლის დამარცხება სჭირდება, რათა ქამრის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში მომდევნო ბრძოლას 24 ივნისს გამართავს. MMA-ში „ელ მატადორი“ დაუმარცხებელია, მისი ბალანსი 13:0-ზეა. ემეტს რაც შეეხება, მას 22 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება
ვენტურა: ხვიჩას 3-5-2 სქემაში თავისი თამაში და როლი არ ექნება