რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს
ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად მთავარმა არბიტრმა ვინისიუს ჯუნიორი მოედნიდან გააგდო.
ამას ბევრი უსიამოვნო ფაქტი მოყვა. ბრაზილიელს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ და წყობიდან გამოვიდა. მატჩიდან მეორე დღეს, სადისციპლინო კომიტეტმა VAR-ზე მომუშავე ექვსივე არბიტრი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ეს იმის გამო მოხდა, რომ მათ სიტუაცია არასწორად შეაფასეს. დღეს კი სადისციპლინო კომიტეტმა ჯუნიორის წითელი ბარათის საკითხი განიხილა და მას დისკვალიფიკაცია მოუხსნა. ბრაზილიელ შემტევს „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ თამაში შეუძლია.
ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.