ვალენსია, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “პერესს ვესაუბრე და მხარი დამიჭირა, რეალში ვრჩები“

ლა ლიგის მორიგ ტურში, ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ყველანაირად მზად ვართ. ამ ორ დღეში ძალები აღვიდგინეთ. „ვალენსია“ მთელ ენერგიას დახარჯავს, მაგრამ არ გვეშინია. ჩემპიონატის ღირსეულად დამთავრება გვსურს. „სიტისთან“ წაგების შემდეგ, მინდა, რომ უკეთესი „რეალი“ მივიღო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. აქ ყოფნა დიდი პრივილეგიაა.

ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველამ იცის. კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს და მინდა ეს ბოლომდე შევასრულო. თუ შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავახანგრძლივებ. გუშინ ფლორენტინო პერესს შევხვდი და მისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. ერთად ისევ დიდებულ საქმეს გავაკეთებთ.

ბენზემაში ეჭვის შეტანა არასწორია. რა თქმა უნდა, მას ცუდი თამაში ჰქონდა, მაგრამ დადებითად ვერავის შევაფასებ. ის კვლავ კლუბის ლეგენდაა. ოთხშაბათს კარგი მატჩი არავის ჰქონდა. მომავალ სეზონში ფერლან მენდი მჭირდება. წელს მოწოდების სიმაღლეზე არ არის, მაგრამ გაიხსენეთ მისი წინა სეზონი. მას ტრავმებმა შეუშალა ხელი. „ვალენსიასთან“ პრიორიტეტი 3 ქულა იქნება.“

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა და 4:0 განადგურდა. რაც შეეხება ლა ლიგას, ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა და „ბლანკოსის“ მცდელობებს აზრი აღარ აქვს. „ვალენსიას“ და „რეალის“ დაპირისპირება 21 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - კვარამ ვარჯიში განაახლა და ინტერთან ითამაშებს
კარგი ამბავი - კვარამ ვარჯიში განაახლა და ინტერთან ითამაშებს