ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის გუნდს გაუმართლა | სან ანტონიომ NBA-ის დრაფტის ლატარია მოიგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსს“ ძალიან გაუმართლა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა NBA-ის დრაფტის ლატარია მოიგო და 22 ივნისს გასამართ დრაფტზე პირველ არჩევანს სწორედ „სპურსი“ გააკეთებს. აქამდე, „სან ანტონიოს“ დრაფტის პირველი ნომერი ორჯერ ჰქონია და 1987 წელს, დევიდ რობინსონი აიყვანა, ხოლო 1997 წელს - ტიმ დანკანი.

რობინსონი და დანკანი „სან ანტონიოს“ ლეგენდარული კალათბურთელები არიან და დიდი შანსია, მათ რიგებს წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი შეუერთდეს. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, „სპურსი“ ვიქტორ ვემბანიამას აიყვანს, რომელსაც ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელს უწოდებენ და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებენ.

„ჩემი მიზანია, ბეჭედი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიგო. ასე რომ, მზად იყავით“, - განაცხადა ვემბანიამამ, როცა გაიგო, რომ დრაფტის ლატარია „სან ანტონიომ“ მოიგო. „ისედაც ნათელი მომავალი გვქონდა, ახლა კი მთვარეზე გავფრინდებით“, - დასძინა „სპურსის“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პიტერ ჰოლტმა.

ცნობისთვის, მეორე პიკი „შარლოთ ჰორნეთსს“ ერგო, მესამე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ იქნება, მეოთხე - „ჰიუსტონ როქეთსი“, მეხუთე - „დეტროიტ პისტონსი“, მეექვსე - „ორლანდო მეჯიქი“, მეშვიდე - „ინდიანა პეისერსი“, მერვე - „ვაშინგტონ უიზარდსი“, მეცხრე - „იუტა ჯაზი“, მეათე - „დალას მავერიქსი“, მეთერთმეტე - „ორლანდო მეჯიქი“ (ჩიკაგო ბულსისგან), მეთორმეტე - „ოკლაჰომა სითი თანდერი“, მეცამეტე - „ტორონტო რეპტორსი“, - მეთოთხმეტე - „ნიუ ორლეან პელიკანსი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა
„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა