მარსელო ბიელსა
Aa
Aa

სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა | ბიელსამ ურუგვაის ნაკრები ჩაიბარა

არგენტინელმა სპეციალისტმა, მარსელო ბიელსამ სამწვრთნელო კარიერა განაახლა. საკლუბო ფეხბურთში გატარებული წლების შემდეგ, ბიელსა სანაკრებო დონეს დაუბრუნდა და ურუგვაის ეროვნული გუნდი ჩაიბარა. მისი დანიშვნა „ლა სელესტემ“ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიელსა გუნდს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ადგილობრივი პრესის მიხედვით, ხელშეკრულება მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდეა გათვლილი და თუ ბიელსამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მასთან თანამშრომლობა ტურნირის ბოლომდე გახანგრძლივდება.

ცნობისთვის, 67 წლის სპეციალისტი ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა, რომელიც 2022 წელს დატოვა. ბიელსასთვის ურუგვაის ნაკრები მესამე ეროვნული გუნდია. 1998-დან 2004 წლამდე, იგი არგენტინის ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2007-დან 2011 წლამდე ჩილეს ეროვნული გუნდის თავკაცი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბიელსას სხვადასხვა დროს „ესპანიოლში“, „ბილბაოში“, „მარსელში“ და „ლილში“ უმუშავია. „ლიდსთან“ ერთად, იგი პრემიერ ლიგაში აღზევდა და გუნდს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებდა. საინტერესოა, ურუგვაის ნაკრები მის ფილოსოფიას როგორ მოერგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოავლინე სეზონის გუნდი - ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა სიაშია
გამოავლინე სეზონის გუნდი - ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა სიაშია