ლიონელ მესი
Aa
Aa

ბოლო ცნობები მესის მომავალზე | ბარსელონა მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი ზაფხულში ადგილსამყოფელს გამოიცვლის. 35 წლის შემტევის შესახებ აქტიურად იწერება და არგენტინული Fox Sports-ის ჟურნალისტმა, ვერონიკა ბრუნატიმ, რომელიც „ალბისელესტესთან“ დაახლოებული პირია, „ლა პულგას“ მომავალზე ახალი ცნობები გაავრცელა.

ბრუნატის მიხედვით, „ბარსელონა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მესი გაიფორმოს და ყოფილ კლუბში დაბრუნების პერსპექტივა ლეოსაც ხიბლავს. მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართოს და მესი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

ბრუნატის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ლეოს სახლია და „ბლაუგრანაში“ გადასვლას სენტიმენტალური ფაქტორები განაპირობებს და არა ეკონომიკური. კატალონიელებმა ლა ლიგას ოფიციალურად მიმართეს, რათა მათგან დოკუმენტი მიიღონ, რომ მესის დარეგისტრირება შესაძლებელია. ამით „ბარსას“ სურს, მესის გარანტია მისცეს, რომ 2 წლის წინ მომხდარი, როცა მას კლუბის დატოვება მოუწია, არ განმეორდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მესის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია და „პარი სენ-ჟერმენის“ საფეხბურთო პროექტი ლეოს აღარ უკავშირდება. ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, „ლა პულგამ“ 29 თამაშში 15 გოლი შეაგდო და 15 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერთან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს - ცნობილია სატრანსფერო ღირებულება
მანჩესტერთან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს - ცნობილია სატრანსფერო ღირებულება