„ფიზიკურ ძალას კარგად იყენებდა“ - იტალიური მედია ლოჩოშვილზე
იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „კრემონეზე“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 55-ე წუთზე ფაჯოლიმ გახსნა, 79-ე წუთზე ბრემერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სტუმართა სასტარტოში ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ 70-ე წუთზე შეცვალა.
იტალიური მედია ლოჩოშვილზე
Eurosport: „55 წუთი მეტოქეს წინააღმდეგობას უწევდა, გაშვებული გოლის შემდეგ ფიზიოლოგიური ვარდნა განიცადა“.
TUTTOmercatoWEB: „ქართველი მცველი ორთაბრძოლებში კარგი იყო, ფიზიკურ ძალას ახლო ორთაბრძოლებში კარგად იყენებდა. ყოველთვის ყურადღებით მოქმედებდა, რაც განსაკუთრებით საჰაერო ორთაბრძოლებზე ითქმის“.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა 23 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი („სამპდორიასთან“) და 1 საგოლე პასია („სპეციასთან“).
35 ტურში „კრემონეზემ“ 24 ქულა დააგროვა, მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 6 ქულით ჩამორჩება. სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, შემდეგ ტურში „კრემონეზე“ „ბოლონიას“ მიიღებს (20 მაისი), „ლაციოს“ სტუმრად დაუპირისპირდება (28 მაისი). სეზონის დასკვნით ტურში „კრემონეზე“ „სალერნიტანას“ მიიღებს (4 ივნისი).