ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკო საინტერესო ფეხბურთელია“

ფრანგმა ჟურნალისტმა, გილამ დრეშლერმა „ბორდოს“ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. France Bleu-ს ჟურნალისტმა დავითაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში, ის ჟირონდელთა ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.

„დავითაშვილს საინტერესო დებიუტი ჰქონდა, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებოდა. სეზონის დასკვნით მონაკვეთში ზურიკო დავიდ გუიონის სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება და გუნდის თავკაცს შეუძლია, საგზურის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში დავითაშვილის იმედი ჰქონდეს.

ქართველი შემტევი საინტერესო ფეხბურთელია. მინუსები აქვს, მაგრამ თავისი დარტყმებით განსხვავების შექმნა შეუძლია. ზურიკო მეტოქის კარის წინ გადამწყვეტი არ იყო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში გოლი გაიტანა და ამ კომპონენტშიც მოუმატა. ძლიერი დარტყმის მქონე ფეხბურთელები, როგორებიც დავითაშვილი, ბაქვა და პიტუ არიან, გუნდისთვის საკვანძო მოთამაშეებს წარმოადგენენ“.

შეგახსენებთ, რომ ჟირონდელებს 65 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებენ. „ბორდო“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 13 მაისს, „ქუევილი რუენის“ წინააღმდეგ ელის, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“
კალაბრია კვარაზე: „ნაპოლიში გადმოსვლისთანავე აჩვენა, რომ ტოპ დონისაა“