პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„მიზანი შურისძიება არაა“ - გუარდიოლა მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მანჩესტერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პეპმა:

ჩვენ არ ვართ აქ შურისძიების მიზნით, უბრალოდ ვიღებთ იმ შესაძლებლობას, რაც დავიმსახურეთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ აქ მოსახვედრად, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამით არ დავკმაყოფილდებით. უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე წინა თამაშებში. გაკვეთილიც სწორედ ეს არის, შურისძიებისთვის არ უნდა ითამაშო. იმედი მაქვს, მანჩესტერში ფინალში გასვლის კარგი შესაძლებლობით დავბრუნდებით.

მდგომარეობა საკმაოდ ჰგავს შარშანდელს. ახლაც პრემიერ ლიგის მოსაგებად ვიბრძვით და კვლავ „რეალს“ ვხვდებით. შარშან ფინალში გასასვლელად ვიბრძოდით და ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით. სახლში არაჩვეულებრივად ვითამაშეთ და აქაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ვულოცავ „რეალს“ იმ თამაშის მოგება, ახლა კი კვლავ აქ ვართ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 9 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი „ეტიჰად სთედიუმზე“ 14 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები