ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

Bild: ბაიერნმა ოსიმენის შეძენაზე უარი თქვა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე უარი თქვა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებს ნიგერიელი ფორვარდის ფასი არ მოეწონათ. „ნაპოლი“ 120-150 მილიონ ევროს ითხოვს, „ბაიერნს“ კი ამდენის გადახდა არ სურს.

ნეაპოლელთა პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ გარკვევით განაცხადა, რომ ოსიმენისა და კვარაცხელიას სანაცვლოდ მას ჯამში 300 მილიონის მიღება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი მათგანის დათმობას არ აპირებს.

რაც შეეხება „ბაიერნს“, მათი სათადარიგო ვარიანტი „აინტრახტის“ ფრანგი ფორვარდი რანდელ კოლო მუანია, რომლის შეძენაც გაცილებით მარტივი იქნება. „რეკორდმაისტერი“ ასევე „ატალანტას“ 20 წლის დანიელ ფორვარდ რასმუს ჰეილუნდსაც აკვირდება.

Transfermarkt-ის მონაცემებით, კოლო მუანი 120 მილიონად არის შეფასებული, ჰეილუნდი კი 35 მილიონად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: ეს დასაწყისია და არა დასასრული, ლიგის მოგებაც გვინდა
დე ლაურენტისი: ეს დასაწყისია და არა დასასრული, ლიგის მოგებაც გვინდა