ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა, ოსიმენი და სხვები - უდინეზესთან ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად უდინეში „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და 1 ქულის აღებაც ჰყოფნით, რომ ჩემპიონები გახდნენ.

ლუჩანო სპალეტიმ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა უკვე დაასახელა.

როგორც ვხედავთ, ტრადიციულად ხვიჩა კვარაცხელია ძირითადშია და მეტოქეს პირველივე წუთებიდანვე შეუტევს.

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა, ლობოტკა, ანგისა, ნდომბელე, ელმასი, კვარაცხელია, ოსიმენი.

როგორც ჩანს, სპალეტი ჟელინსკისა და ლოზანოს თამაშით უკმაყოფილო დარჩა და სასტარტოში ცვლილებები შეიტანა.

„ლაციომ“ ამ ტურში თავისი მატჩი „სასუოლოს“ 2:0 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სპალეტის გუნდს ჩემპიონობამდე მხოლოდ 1 ქულის აღება აშორებს.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებს იტალიის ჩემპიონატი 33 წელია არ მოუგიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი