აზაროვის ზუსტი პენალტი - ცრვენა ზვეზდა თასის ნახევარფინალშია
სერბეთის თასის 1/4-ფინალში „ცრვენა ზვეზდამ“ „ნაპრედაკი“ მძიმე ბრძოლაში, პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ირაკლი აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 120 წუთი გაატარა.
ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. უგოლო იყო დამატებითი ტაიმებიც. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც მონაწილეობა აზაროვმაც მიიღო და დარტყმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა.
„ცრვენა ზვეზდას“ მეტოქე ნახევარფინალში „რადნიკსა“ და „ჩუკარიჩკის“ გამარჯვებულს შორის გამოვლინდება.
ირაკლი აზაროვმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ცრვენა ზვეზდას“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.