ალექსანდრ ჩეფერინი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ბარსელონა აზიურ ტურნირებში? - კლუბში ამაზე აქტიურად მსჯელობენ

„ბარსელონა“ ევროპის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობას განიხილავს.

ცნობილი კატალონიური ტელევიზია Televisión de Onze-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას საქმეზე გაამტყუვნებენ, რომელიც ავტომატურად ევროპულ ლიგებში სანქციებს გამოიწვევს, მაშინ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები აზიის მასშტაბით, საკლუბო ტურნირებში მონაწილეობაზე იმსჯელებენ.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი: პირველი, აზიის მასშტაბით ამხანაგური შეხვედრების გამართვა და მეორე, კლუბის უშუალო ორგანიზებით ტურნირების მოწყობა, რომელიც „ბლაუგრანას“ სარფიან ფინანსურ შემოსავალს მოუტანს. ასევე, არსებობს მესამე ვარიანტიც, რაც სხვა ევროპულ ტურნირზე მონაწილეობას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით საუბარია „სუპერ ლიგაზე“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ფლორენტინო პერესთან ერთად ჟოან ლაპორტაცაა.

ტელევიზია ასევე ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ პრეზიდენტი უეფას მმართველს, ალექსანდერ ჩეფერინის შეხვდა. მათ შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ლაპორტამ შეხვედრა ოპტიმისტური განწყობით დატოვა.

ამის მიუხედავად, კატალონიელები ყველა სცენარისთვის ემზადებიან და სავარაუდო გამოსავალზე აქტიურად მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსმა კვარაცხელია „გააუქმა“ - Okdiario რეალის გეგმებზე
ვინისიუსმა კვარაცხელია „გააუქმა“ - Okdiario რეალის გეგმებზე