ხვიჩა კვარაცხელია, რუდი კროლი
Aa
Aa

კროლი: „ოსიმენი გოლეადორია, ხვიჩა - ბრწყინვალე დრიბლიორი“

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუდი კროლმა, რომელიც 1980-84 წლებში „ნაპოლიში“ თამაშობდა, იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. 

რუდი კროლი: „ოსიმენი კარგი გოლეადორია, კვარაცხელია ბრწყინვალე დრიბლიორია, მაგრამ მესისა და რონალდუს დონეზე არ არიან. იღბლიანები არიან, რომ მათ ზურგს ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, ლორენცო და კიმი უმაგრებენ. კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით სინანული არაა, რადგან კიმი ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

იოჰან კრუიფისა და დიეგო მარადონას მსგავსი ჩემპიონები განსხვავებას ქმნიან, მაგრამ ბრწყინვალე ჩემპიონებმა ასევე იციან, რომ გამარჯვებას მარტო ვერ მიაღწევ. სპალეტის „ნაპოლის“ ჩემპიონები არ ჰყავს, მაგრამ ერთიანობითა და ორგანიზებით ბრწყინვალე მანქანა შექმნა“.

კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. სერია ა-ს ბოლო ხუთ შეხვედრაში ხვიჩას არც საგოლე პასი შეუსრულებია და არც გოლი გაუტანია. მიუხედავად ამისა, სპალეტის გუნდში ქართველი გარემარბი გამორჩეულია, რაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებშიც კარგად გამოჩნდა.

რუდი კროლის აზრით, „ნაპოლი“ შემდეგ სეზონშიც იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს:

„პრეზიდენტმა აურელიო ლაურენტისმა „ნაპოლი“ გადაარჩინა, როცა გუნდი სერია ც-ში გაქვეითდა, შემდეგ კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნა, არ ვფიქრობ, რომ გუნდის გაძლიერებას შეაჩერებს. შემდეგ სეზონში „ნაპოლი“ კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ნეაპოლელი ხალხი მსოფლიოში უნიკალურია, მათ ეს სიხარული დაიმსახურეს, მადლობა ფეხბურთს“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გიორგი წიტაიშვილი: „ლეხში დარჩენას არ ვაპირებ“
    გიორგი წიტაიშვილი: „ლეხში დარჩენას არ ვაპირებ“