მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცმა ქულები დაკარგა - მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „მეცი“ შინ „პარიზთან“ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა მე-18 წუთზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:1. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „მეცმა“ დაწინაურება ვეღარ შეძლო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

 

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-მა 7,0 დაუწერა, ამ შეფასებით მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მეცის“ ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 32 მატჩში მე-20 გოლი შეაგდო (5 პენალტით) და 7 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში კონკურენტებს 4 გოლით უსწრებს. საინტერესოა, რომ საგოლე პასების რაოდენობით ლიგა 2-ში მხოლოდ „სენტ. ეტიენის“ შეტევს, ჟან-ფილიპ კრასოს ჩამორჩება, მან 9 საგოლე პასი შეასრულა.

ლიგა 2-ს „ლე ავრი“ 68 ქულით ლიდერობს, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ანგარიშზე 62 ქულაა, მესამე პოზიციას 59 ქულით „მეცი“ იკავებს. ელიტაში საუკეთესო 2 გუნდი აღზევდება. 34-ე ტურში „ბორდო“ „კაენს“ მიიღებს (6 მაისი), „მეცი“ „ნიორს“ ესტუმრება (6 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები