ანსუ ფატი, ფერან ტორესი
Aa
Aa

ბარსა 6 ფეხბურთელის გაყიდვას განიხილავს - კლუბი ცვლილებებს იწყებს

„ბარსელონა“ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობას იწყებს.

იმისათვის, რომ კლუბმა ახალი ფეხბურთელების დამატება შეძლოს, პირველ რიგში აუცილებელია სახელფასო ბიუჯეტი შეამციროს და ამჟამინდელი შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე გაყიდოს.

„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი მადრიდში ლა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა და სადილისას კლუბის მიერ აუცილებლად შესასრულებელი ნაბიჯები განიხილეს. საუბარი არა მხოლოდ მესის დაბრუნებას, არამედ ზოგადად სატრანსფერო განხრით ლა ლიგის ყველა მოთხოვნის შესრულებას შეეხო.

მხარეებს შორის შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. ჩავის უკვე აცნობეს, რომ ყველაფერი კარგად მიდის.

„ბარსელონა“ გეგმავს სახელფასო ბიუჯეტი 180 მილიონი ევროთი შეამციროს. საამისოდ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს დაემშვიდობება. პირველ რიგში საუბარია კესის, ფატისა და ტორესის გაყიდვაზე. ასევე განიხილება შემოთავაზებები გარსიას, რაფინიასა და ალბას თაობებზეც.

პირველ რიგში „ბარსელონას“ ლა ლიგის მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაამტკიცოს კლუბის ეკონომიკური გეგმა 2023/24 წლების სეზონისთვის. ეს კი დაარეგისტრირებს გავის და რონალდ არაუხოს კონტრაქტებს, ასევე ახალ შეთანხმებას ალექს ბალდესთან და ინიგო მარტინესის ტრანსფერიც დარეგისტრირებაც მოხერხდება, რომელიც „კამპ ნოუზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.

კლუბი ასევე ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს ლეო მესის მოსალოდნელ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე
„აღმოჩენა არაა, დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია“ - მოჯი კვარაზე