გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | მამარდაშვილის ვალენსიამ ბოლო წამებზე მოიგო

ლა ლიგის 31-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ კედლებში ერთ-ერთ კონკურენტს, „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „ღამურებმა“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი გოლით 2:1 მოიგეს.

შეხვედრა „ჩესთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო. მე-6 წუთზე, მუხტარ დიახაბიმ ბავშვური შეცდომა დაუშვა, რომლის შემდეგაც, კაილ ლარინი „მამარდასთან“ პირისპირ დარჩა, ქართველ გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

43-ე წუთზე, „ვალიადოლიდის“ უპირატესობა კინაღამ 2-ბურთიანი გახდა. მამარდაშვილი წინ იყო გამოსული და სერხიო ესკუდერომ მოედნის ცენტრიდან დაარტყა, თუმცა მიზანს ცოტათი ააცილა. რამდენიმე წამის შემდეგ, გიორგიმ თავისთვის ერთადერთი სეივი მიითვალა და მონკუს აუღო.

„ვალენსიამ“ ანგარიში მე-60 წუთზე გაათანაბრა. დიახაბიმ თავისი შეცდომა გამოასწორა და „ვალიადოლიდის“ კარი აიღო, თუმცა ხორდი მასიპის თამაში უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც კარი დაკარგა და უხეში შეცდომა დაუშვა. 5 წუთში, „ვალიადოლიდს“ ხელმეორედ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მამარდაშვილის კარი ხარიხამ იხსნა. მატჩის საბოლოო ანგარიში ხავი გერამ დააფიქსირა, რომელმაც 93-ე წუთზე გაიტანა.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ 33 ქულა აქვს და „ღამურებმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო მეტოქე „კადისია“, რომელსაც 30 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგთა გულებში სინათლის სიჩქარით შეიჭრა“ - Il Mattino-ს სტატია კვარაზე
„ქომაგთა გულებში სინათლის სიჩქარით შეიჭრა“ - Il Mattino-ს სტატია კვარაზე