გიორგი მამარდაშვილი, ალექს მერეტი
Aa
Aa

ტოტენჰემი მერეტს დაუკავშირდა | მამარდაშვილის ვარიანტმა უკანა პლანზე გადაიწია

ესპანურ და ბრიტანულ პრესაში იწერებოდა, რომ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა. „მამარდას“ „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ტოტენჰემს“, „ლესტერსა“ და „ლიდსს“ უკავშირებდნენ. გუშინ, „არისტოკრატების“ ნომერ პირველ სამიზნედ ანდრე ონანა დაასახელეს, დღეს კი გვაუწყეს, რომ მამარდაშვილის კანდიდატურამ „ტოტენჰემისთვისაც“ უკანა პლანზე გადაიწია.

იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, „დეზებს“ „ნაპოლის“ მეკარის, ალექს მერეტის გაფორმება სურთ და მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. ინგლისური კლუბი ნეაპოლელებს დაუკავშირდა და მერეტის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

La Repubblica-ს მიხედვით, ალექსი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და მისმა წარმომადგენლებმა დრო მოითხოვეს, რათა არჩევანი გააკეთონ. მისი აგენტი, ფედერიკო პასტორელო უახლოეს პერიოდში კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, პრიორიტეტი დარჩენას მიანიჭოს თუ წასვლას.

საინტერესოა, რომ მერეტის შესაძლო ტრანსფერზე არც ერთ ინგლისურენოვან წყაროს არ დაუწერია, თუმცა La Repubblica ავტორიტეტული გამოცემაა და თამამად შეგვიძლია, მის ინფორმაციას ვენდოთ. მერეტს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და არის შანსი, „ნაპოლიმ“ მისი გაყიდვა ამ ზაფხულს არჩიოს, რათა თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას 8 დაუწერა, ლეაუს - 7 | დავიდ ვილიამ სერია A-ს შემტევები შეაფასა
კვარას 8 დაუწერა, ლეაუს - 7 | დავიდ ვილიამ სერია A-ს შემტევები შეაფასა