ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მანჩესტერ იუნაიტედი, დომინიკ ლივაკოვიჩი
Aa
Aa

მამარდა თუ ლივაკოვიჩი? - მანჩესტერმა არჩევანი გააკეთა

მიმდინარე სეზონი დასრულების შემდეგ, დავიდ დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ეწურება. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა კი ახალი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

აქედან გამომდინარე, „წითელი ეშმაკები“ ახალ კარის დარაჯს ეძებენ. ბოლო პერიოდში, გიორგი მამარდაშვილს აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგის გუნდებს და ერთ-ერთი სწორედ მანჩესტერული გრანდია.

დღეს, ხორვატული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „იუნაიტედს“ დომონიკ ლივაკოვიჩის გამოსყიდვა სურს. ხორვატი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და „მანჩესტერის“ ყურადღება მიიპყრო.

ამ მომენტისთვის, ლივაკოვიჩის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო გახლავთ, ხოლო მისი კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“ 2024 წლის ივნისში იწურება.

როგორც ჩანს, გიორგი მამარდაშვილი არც „იუნაიტედს“ აღარ სურს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის მომავალს „ჩელსისაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ არჩევანი ანდრე ონანაზე გააკეთეს და ტრანსფერში კეპას ჩართვას გეგმავენ.

ცნობისთვის, „ღამურების“ კარის დარაჯის გარშემო „ტოტენჰემის“ და „ლესტერის“ სახელიც ფიგურირებს. ჯერჯერობით არავინ იცის სად გააგრძელებს კარიერას გიორგი, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ის ზაფხულში „ვალენსიას“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია იტალიაში კიდევ დიდხანს დარჩებიან“ - სოსა კვარა-ლეაუზე
„იმედია იტალიაში კიდევ დიდხანს დარჩებიან“ - სოსა კვარა-ლეაუზე