ჩელსი, ნეიმარი
Aa
Aa

ჩელსის კონკურენტი ჰყავს - ნეიმარისთვის სხვა პრემიერ ლიგის გუნდიც იბრძოლებს

ნეიმარისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებია და ახლა მასზე მხოლოდ სატრანსფერო სიახლეები გვხვდება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ტოდ ბოელის პრიორიტეტია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

დღეს კი ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Mirror წერს, რომ „ჩელსის“ კონკურენტი გამოუჩნდა. წყაროს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელის გადასაბირებლად პრემიერ ლიგის სხვა ძლიერი გუნდიც იბრძოლებს, თუმცა ვინაობა არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ „პარი სენ ჟერმენში“ ნეიმარის დარჩენა აღარ უნდათ. 2022/2023 წლების სეზონის დაწყების წინ, პსჟ-ს მისი გაშვება სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამის წინააღმდეგი იყო და კლუბს კონტრაქტის ენით დაუწყო საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ შემტევს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. ასევე შეგახსენებთ, 2022 წლამდე ნეიმარს დისციპლინას უწუნებდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ეს კომპონენტი გამოასწორა და საკმაოდ კარგი სტატისტიკაც ჰქონდა, თუმცა ტრავმა მიიღო და სეზონი მისთვის დასრულდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 29-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაზიანება სერიოზულია - იბრამ შეიძლება სეზონი დაასრულოს
დაზიანება სერიოზულია - იბრამ შეიძლება სეზონი დაასრულოს