საბა ლობჟანიძე, გალათასარაი
Aa
Aa

თრილერი სტამბულში - მუსლერას შეცდომა და ლობჟანიძის კარგი მატჩი

თურქეთის სუპერლიგის 31-ე ტურში „გალათასარაისა“ და „კარაგიუმრუკის“ შეხვედრა 3:3 დასრულდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ ითამაშა, 73-ე წუთზე შეცვალეს. 26-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, საბა ლობჟანიძის საგოლე პასით ფაბიო ბორინიმ სტუმრები დააწინაურა. ამ ეპიზოდში „გალათასარაის“ მეკარე მუსლერა შეცდა, არაზუსტი გადაცემა შეასრულა. 30-ე წუთზე საბა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ რიკოშეტით ბურთი კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე ბორინიმ ყველას დაასწრო და მეორე გოლი გაიტანა, ანგარიში 1:3 გახდა.


მატჩის დარჩენილ დროში „გალათასარაიმ“ 2 გოლი შეაგდო და მატჩი 3:3 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძემ სუპერლიგის 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეუსრულა. 19-გუნდიან სუპერლიგაში „კარაგიუმრუკი“  41 ქულით მე-9 ადგილზეა.

„ანკარას“, „ჰატაისპორისა“ და „კარაგიუმრუკის“ რიგებში საბა ლობჟანიძემ საერთო ჯამში თურქეთის სუპერლიგაში 114 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი შეაგდო და 22 საგოლე პასი შეასრულა. „გალათასარაის“ წინააღმდეგ 7-ჯერ ითამაშა, 4 გოლი შეუგდო და 1 საგოლე პასი შეუსრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დაარტყა, გასაძევებელი იყო“ - ყოფილი მსაჯი ფედერიკო გატიზე
„კვარას დაარტყა, გასაძევებელი იყო“ - ყოფილი მსაჯი ფედერიკო გატიზე