ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

დრამატული მატჩი ტურინში - ნაპოლიმ იუვეს ბოლო წუთებზე მოუგო

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და მძიმე გამოდგა, რომელიც საგოლე მომენტების სიმრავლითაც არ დაიკვეხნიდა. თუმცა, გუნდებს გატანის მცირე შანსები მაინც ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი მეორე ნახევარში, ვიქტორ ოსიმენის ეპიზოდი, როდესაც ნიგერიელმა ფორვარდმა „იუვენტუსის“ კარისკენ დარტყმული ძელს მოარტყა და გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის 84-ე წუთზე ალეგრის გუნდმა გოლის გატანა მოახერხა და დაწინაურდა, თუმცა ვარზე გადამოწმების შემდეგ, მთავარმა მსაჯმა დი მარიას გოლი გააუქმა და მოედნის ცენტრში ლობოტკაზე ჯარიმა დანიშნა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, თუმცა 86-ე წუთზე სპალეტიმ ისე შეცვალა, რომ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

კვარა VS იუვე

გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე მოედანზე ხვიჩას მაგივრად შემოსულმა ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

31 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 78 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-8 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მოუგებელი სერია აუტსაიდერთან შეწყვიტა
მამარდას მე-8 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მოუგებელი სერია აუტსაიდერთან შეწყვიტა