ბრწყინვალე გამარჯვება - ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია
ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელია. მან ფინალში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი 5:1 დაამარცხა და ტიტული წარმატებით დაიცვა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი ლერი აბულაძემ მოუტანა.
ლერი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის, მან ნახევარფინალში ბულგარელი აბუ მუსლიმ ამაევი 11:2 დაამარცხა. ამავე დღეს, ნახევარფინალები დათმეს ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ. ნუგზარ წურწუმიამ სომეხი რუდიკ მკრტჩიანი 9:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

წურწუმიას მსგავსად იაკობ ქაჯაიამ და ლაშა გობაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ასევე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში რუმინელი მიჰაი მიჰუტი დიდი უპირატესობით 10:1 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრას ხვალ აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან გამართავს.
 
                             
                                                         
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        