ლოგოდან ხომალდები მოაშორეთ - ისინი მონობას უკავშირდებიან
Aa
Aa

ლოგოდან ხომალდები მოაშორეთ - ისინი მონობას უკავშირდებიან

პრემიერ ლიგის გრანდებს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ლოგოებიდან ხომალდების მოშორებისკენ მოუწოდეს. დისკრიმინაციასთან მებრძოლი კამპანიების აქტივისტების თქმით, ხომალდები მონობას უკავშირდება და მის სიმბოლოებს წარმოადგენს.

ამ საკითხზე საუბარი Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო, რომელშიც „ქალაქელებისა“ და „წითელი ეშმაკების“ ლოგოები დეტალურადაა განხილული. ამასთან, სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი პოეტის, ლემნ სისეისა და გაზეთის მკითხველების პოზიცია და ისინი აცხადებენ, რომ კლუბებმა ცვლილებები უნდა გაატარონ.

„სიტისა“ და „მანჩესტერის“ გარშემო შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გედ გრებიმაც გააკეთა, რომელიც რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი საფეხბურთო საქველმოქმედო ორგანიზაციის, Show Racism the Red Card-ის გენერალური დირექტორია. გრების თქმით, კლუბების დავალდებულება საჭირო არაა, მაგრამ ბრიტანეთის ისტორიის განხილვა და ლოგოებსა და მონობას შორის შესაძლო კავშირზე მსჯელობა აუცილებელია.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ ისინი ლოგოებში ცვლილებების შეტანას ჯერ არ აპირებენ. როგორც მოგეხსენებათ, მე-18 საუკუნეში, მანჩესტერმა მონების სამუშაოს წყალობით დიდი სარგებელი ნახა და იმ პერიოდში, ქალაქის მეტსახელი Cottonopolis (ბამბის ქალაქი) იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა, ძალიან დაღლილი იყო“ - იური სიომინი
„ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა, ძალიან დაღლილი იყო“ - იური სიომინი