გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

კიდევ ერთი იტალიური კლუბი | მიქაუტაძეს მილანიც აკვირდება

Beur FM ფრანგული რადიოსადგურია, რომელზეც ყოველდღიურად, სპორტული პროგრამა, Timesport-ი გადის. გუშინდელი გადაცემის სტუმარი საფეხბურთო კონსულტანტი, ნასერ საჰკი იყო და მან ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

საჰკი „მეცში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგადაა ინფორმირებული და Timesport-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მილანი“ აკვირდება. „როსონერის“ ინტერესი სერიოზულია და შესაძლოა, იტალიელებმა ფრანგულ კლუბს მალე მიმართონ.

როგორც მოგეხსენებათ, „მილანი“ ერთადერთი იტალიური კლუბი არაა, რომელსაც მიქაუტაძე დაუკავშირეს. ცოტა ხნის წინ, დაიწერა, რომ მის გადაბირებას „უდინეზე“ და „ჯენოა“ განიხილავენ. Calciomercato ირწმუნება, რომ იტალიური კლუბები „მეცს“ ზაფხულში მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 17 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში იგი პირველ ადგილზეა და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“
ზელინსკი: „კვარას დარტყმა უნდოდა და ბიჭებმა პენალტი მას მიანდეს“