ჩელსი, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“მილიტაოს ბარათმა შემაშფოთა“ - ანჩელოტი ჩელსის დამარცხების შემდეგ

მადრიდის „რეალმა“ სტუმრად ლონდონის „ჩელსი“ როდრიგოს დუბლის წყალობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„როდესაც კოლექტიურ დაცვას მივმართავთ დიდ განსხვავებას ვიღებთ. ამით ჩვენი ხარისხი ნათლად ჩანს. ლივერპულში გაშვებული 2 გოლის შემდეგ, „რეალი“ ძალიან სოლიდურია! პირველ ტაიმში, კურტუას მოგერიებული ბურთი საკვანძო მომენტი იყო, რადგან ამას მეორე ნახევრის სცენარის შეცვლა შეეძლო. აშკარა იყო, რომ ის ინტენსივობა, რაც „ჩელსის“ თავიდან ჰქონდა, 90 წუთი არ გაგრძელდებოდა.

როდრიგოს ვერავინ ვერაფერს ასწავლის. მან სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა სხვა მატჩებში უკეთესი როდრიგო მინახავს. მიუხედავად ამისა, ეს მის ღვაწლს არ ცვლის. ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდი მომავლის იმედს გვაძლევს. „რეალი“ სეზონის ამ ეტაპს დიდებულ ფორმაში შეხვდა. ჩემი ფეხბურთელები მოტივირებული და კონცენტრირებულნი არიან. ნახევარფინალში გასვლა ყოველთვის წარმატებაა, რადგან ასეთ დროს კიდევ ერთ ფინალზე და ტიტულზე ოცნებობ.

მილიტაოს ყვითელმა ბარათმა ცოტა შემაშფოთა. იმედი მაქვს, ალაბა გამოჯანმრთელდება. მას ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს. დარტყმა მიიღო ბენზემამაც და აქტიური სწორედ ამიტომ არ იყო. ორი გოლი გავიტანეთ და დაცვის გაძლიერება გვჭირდებოდა. პირველ ტაიმში, მარცხენა ფლანგზე პრობლემა გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი გამოსწორდა. ვფიქრობ, ნახევარფინალში დამსახურებულად გავედით. ბედნიერები ვართ."

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაც 2:0 დასრულდა და „რეალმა“ ჯამში 4:0 მოიგო. „სამეფო კლუბი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგოს ბენეფისი, ბენზემას ისტორიული მიღწევები - რეალი ნახევარფინალშია
როდრიგოს ბენეფისი, ბენზემას ისტორიული მიღწევები - რეალი ნახევარფინალშია