მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის აღიარება - ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

UNFP-ის (პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება საფრანგეთში) გამოკითხვაში საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა, რომელმაც „მეცის“ რიგებში მარტის თვეში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

22 წლის ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 17 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა. საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში „ბორდოსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე გოლია, რომელიც დრიბლინგის შემდეგ შეაგდო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, რომელიც ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი ქართველ ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნორმალური მატჩი მქონდა“ - ბუდუ და კარლსრუეს თავკაცი ზივზივაძის სტარტზე
„ნორმალური მატჩი მქონდა“ - ბუდუ და კარლსრუეს თავკაცი ზივზივაძის სტარტზე