ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„ნასა ბოროტებაა და იტყუება“ - ბრაის მიტჩელი ამტკიცებს, რომ დედამიწა ბრტყელია

ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა MMA-ის სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ამერიკელმა მებრძოლმა მონაწილეობა მიიღო დოკუმენტურ ფილმში, რომლის შემქმნელებიც ამტკიცებენ, რომ დედამიწა ბრტყელია. მიტჩელმა ფილმის ტრეილერი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა და აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, NASA ტყუილში დაადანაშაულა.

„მოგესალმებით ყველას. ბრტყელ დედამიწაზე გადაღებულ ფილმში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ერთ კვირაში გამოდის და ეს Hibbeler Productions-ის მორიგი შედევრია. თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ნასა ბოროტებაა და თაღლითობს. სწორედ ამიტომაა, მის ლოგოზე გველის ენა გამოსახული.

ნასამ დიდი აფეთქება და მთვარეზე დაჯდომა მოიგონა, რადგან ელიტის წარმომადგენლებს არ უნდათ, ღმერთი ადიდოთ. თუ დაინტერესებული ხართ, ჩვენი ფილმი ნახეთ. თუ არა, შეგიძლიათ, ნამდვილი კვლევა ჩაატაროთ, რომელიც იესო ქრისტესთან ისე დაგაბრუნებთ, როგორც მე დავბრუნდი“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ მიტჩელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და დიდი ზიანი მიაყენა. მათი ბრძოლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ, რომ ილიამ მიტჩელის თავი ისეთი გახადა, როგორიც მას დედამიწა ჰგონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2018 წელს კვარა ბაიერნში სინჯებზე იყო - გერმანული გამოცემის ექსკლუზივი
2018 წელს კვარა ბაიერნში სინჯებზე იყო - გერმანული გამოცემის ექსკლუზივი