ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი ფოფხაძე, ნოდარ სიმსივე, საგოლე გადაცემა
Aa
Aa

მსაჯის გამო წააგეს? - განხილვა და კამათი „საგოლე გადაცემა“-ის LIVE-ში

CrystalSport-ის Youtube არხზე ყოველ ორშაბათს 20:00 საათიდან საფეხბურთო ანალიტიკური პროექტი „საგოლე გადაცემა“ გადის. 

სხვა ამბებთან ერთად, მიმდინარე კვირის LIVE-ის მთავარ თემად „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩისა და, ცხადია, საპასუხო შეხვედრების წინარე ამბები შეირჩა. ყველაზე ცხარე პოლემიკა მსაჯ იშტვან კოვაჩის გადაწყვეტილებების გარშემო შედგა.

რამდენად სწორი იყო ტონალი-კვარას ეპიზოდში რეფერის ვერდიქტი, იმსახურებდნენ თუ არა ზამბო-ანგისა და კიმი ბარათებს და ა.შ. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს ირაკლი ფოფხაძე და ნოდარ სიმსივე მაყურებელთან კომუნიკაციის ფონზე განიხილავენ. სრული LIVE-ის ნახვა და მოსმენა შეგიძლია ტექსტის ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც, თემების მიხედვით, ტაიმკოდებად არის გაწერილი.

გამოიწერე ჩვენი არხი და უყურე „საგოლე გადაცემა“-ის LIVE-ს ყოველ ორშაბათს 20:00 საათიდან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევანში მილანთან? - LIVE განხილვა „საგოლე გადაცემა“-ში
რევანში მილანთან? - LIVE განხილვა „საგოლე გადაცემა“-ში