ხვიჩა კვარაცხელია, არიგო საკი
Aa
Aa

„ახლა ნაკლებად სახიფათოა“ - არიგო საკიმ კვარაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, სერია ა-ს მცველებმა ქართველის თამაში შეისწავლეს და ხვიჩა ისეთივე სახიფათო არაა, როგორც სეზონის დასაწყისში იყო. საკი Gazzetta-ს ესაუბრა.

„ის ისეთი აღარაა, როგორიც რამდენიმე ხნის წინ იყო. სეზონის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად შესანიშნავი სიურპრიზი იყო. საქებარი სიტყვებით მათ, ვინც მისი ტრანსფერი განახორციელა, მაგრამ ახლა ის ნაკლებად საშიშია, ისეთი საშიში აღარ არის, როგორც ადრე იყო. დრიბლინგის განხორციელებისას ყოველთვსი ცენტრისკენ მიიწევს. ეს ხომ უკვე გასაგებია, იტალიელმა მცველებმა შეისწავლეს. იციან, როგორ გაანეიტრალონ“.

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ ჰელას „ვერონას“ უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შედარებით მცირე სათამაშო დრო დაუთმო, თადარიგში დატოვა და თამაშში 64-ე წუთზე ჩართო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 34 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები