არიგო საკი
Aa
Aa

არიგო საკი: ნაპოლის მთავარი შეცდომა? ნერვიულობა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ, „მილანი“ „ნაპოლის“ (1:0) მატჩი შეაფასა და ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდების გამოსვლასაც შეეხო.

საკიმ დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც სპალეტის გუნდმა მარცხი იწვნია.

„სან სიროზე ნაპოლიც და მილანიც გარკვეული დროით ევროპულ ტემპსა და სისწრაფეებს აკმაყოფილებდა. შანსები ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 50-50-ზეა.

ორივე გუნდმა პირველ ტაიმში თანამედროვე ევროპული ფეხბურთი ითამაშა და ეს ის ასპექტია, რომელიც პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან სერია A-ში ასეთ მატჩებს მიჩვეულები არ ვართ.

შეხვედრის სტარტზე ნაპოლის დომინირება აშკარა იყო. მათ რამდენიმე მომენტი შექმნეს და მენიო ძალიან კარგი იყო. თუმცა, მილანმა სიტუაციის შემოტრიალება და მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო. ერთ-ერთ ასეთ გარდამტეხ მომენტში მათ გოლიც გაიტანეს.

ნაპოლის შეცდომა რა იყო? ისინი გარკვეულ მომენტში ანერვიულდნენ. ასეთ მატჩებში ეს დიდ როლს თამაშობს.

ინტერი? მათ ტექნიკურ ღირებულებებში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ხასიათის თვალსაზრისით რა გითხრათ...“

- აღნიშნა არიგო საკიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 18 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს