„ასე თუ მოხდება, პირდაპირ სახლში წავალ!“ - რატომ იმუქრება სპალეტი
Aa
Aa

„ასე თუ მოხდება, პირდაპირ სახლში წავალ!“ - რატომ იმუქრება სპალეტი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მილანისა“ და „ნაპოლის“ (1:0) დაპირისპირების შემდეგ, „პარტენოეპის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საპასუხო მატჩისთვის ტრიბუნაზე ისეთი ატმოსფერო არ იქნება, როგორიც 10 დღის წინ, სერია A-ს მატჩზე იყო, სადაც მისი გუნდი „როსონერისთან“ 0:4 განადგურდა.

რას ამბობს სპალეტი:

წინასწარ არ ვიცი როგორი ატმოსფერო გველოდება საპასუხო მატჩში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მეწყინა ასეთი სტადიონის ნახვა „მილანთან“ ჩემპიონატის მატჩში. იტალიის ჩემპიონები 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ვხდებით და ის, რაც უმნიშვნელოვანესი მატჩის დროს ვნახე, ვერასოდეს გავიგებ. ეს სამუდამოდ დარჩება ჩემს გონებაში, როგორც ერთ-ერთ სამწუხარო ფაქტად.

თუ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩზეც მსგავსი რამ მოხდება, მაშინ პირდაპირ ავდგები ჩემი სკამიდან და სახლში წავალ. ჩემთვის, ასეთი საქციელი აუხსნელი იქნება.

ჩემი ფეხბურთელები მსგავსი გარემოებების მიმართ მგრძნობიარეები არიან და ეს მათ თამაშზეც უარყოფითად აისახება. „მილანთან“ არსებული ატმოსფერო აბსურდული იყო. შეგრძნება დამრჩა, რომ მძევლად აგვიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრების დიდი ნაწილი კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მუშაობასა და ბილეთებზე ფასის მატებას აპროტესტებენ, რის გამოც 2 აპრილს, „მილანთან“ გამართული დაპირისპირების დროს ტრიბუნაზე ბანერები არ შეიტანენ და მთელი თამაშის განმავლობაში დუმდნენ. საგულისხმოა, რომ პროტესტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რის გამოც ამავე დღეს როგორც სტადიონის შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე არაერთი დაპირისპირება მოხდა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე აშკარა ჯარიმა იყო“ - დელ პიერომ მსაჯი გააკრიტიკა
„კვარაცხელიაზე აშკარა ჯარიმა იყო“ - დელ პიერომ მსაჯი გააკრიტიკა