ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ტოპ 50 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე | რომელ ადგილზეა კვარა

ცნობილმა ამერიკულმა სატელევიზიო არხმა, CBS Sports-მა ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ფეხბურთელების ტოპ 50 შემოგვთავაზა. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაა, რომელიც მეოთხე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ კარიმ ბენზემას, კევინ დე ბრუინსა და ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება.

„ხვიჩა კვარაცხელია ან კვარადონა, როგორც მას ეძახიან. ქართველი ახალგაზრდა ნაპოლის ნამდვილი ვარსკვლავი და ყველაზე გადამწყვეტი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 31 შეხვედრაში, მან 14 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კვარაცხელიამ გვაჩვენა, რომ თავდაჯერებულია, როცა საუბარი მეტოქის საჯარიმოდან ან მისი მისადგომებიდან განხორციელებულ დარტყმებს, თავით გატანილ გოლებსა და დინამიკური ტემპით მეტოქე გუნდის მცველებზე წასვლას ეხება. ამ ყველაფერსა და მის სტატისტიკას თუ გავაერთიანებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბების გზაზეა და გასაკვირი არ იქნება, ზაფხულში ნაპოლის კარზე ევროპულმა გრანდებმა რომ დააკაკუნონ“, - წერს CBS Sports.

ცნობისთვის, „კვარა“ ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც ვინისიუს ჟუნიორი, ვიქტორ ოსიმენი, ტიბო კურტუა, როდრი, ლუკა მოდრიჩი, იოზუა კიმიხი, ნგოლო კანტე, ფედერიკო ვალვერდე, რაფაელ ლეაუ, დავიდ ალაბა, კიმ მინ-ჯე და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემი არჩევანია და მას არ შევცვლი“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა
„ეს ჩემი არჩევანია და მას არ შევცვლი“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა