ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, ავსტრიის ბუნდესლიგა
Aa
Aa

კიტეიშვილის 81 წუთი - შტურმმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთამდე ითამაშა. „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, კიტეიშვილი მოედნიდან იმ დროს გაიყვანა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, არადა სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში წინ გასვლა შეძლეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგეს.

ანგარიში 48-ე წუთზე პრასმა გახსნა. 71-ე წუთზე მუსტაფამ წონასწორობა აღადგინა, ზუსტად 8 წუთში კი ნაკამურამ „შტურმის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

24 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 27 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ზალსბურგს“ 4 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 16 აპრილს, სტუმრად „კლაგენფურტის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღმერთისგან ბოძებული ტალანტი - ვაისმა ხვიჩაზე ისაუბრა
ღმერთისგან ბოძებული ტალანტი - ვაისმა ხვიჩაზე ისაუბრა