ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

კობიაშვილი: “დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“ -

ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

კობიაშვილი:

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც დღეს მენდო და ჩემ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ჩემ უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ფეხბურთის განვითარება და უკვე უეფას აღმასკომის წევრის რანგში ვეცდები მნიშვნელოვნად შევუწყო ხელი ევროპული, შესაბამისად, ქართული ფეხბურთის განვითარებას.

აქვე მინდა მივულოცო ალექსანდრ ჩეფერინს უეფა-ს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები