“სენტიმენტებზე საუბარი არ მინდა“ - ტუხელი დორტმუნდის დამარცხების შემდეგ
ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
ტუხელი:
„სენტიმენტებზე საუბარი არ მინდა. „დორტმუნდში“ ვმუშაობდი და ეს გუნდი დღემდე ძალიან მიყვარს. ამ საკითხზე ბევრს არ ვისაუბრებ. გამარჯვების მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება უკეთესის სურვილი, რათა გაცილებით უკეთესები ვიყოთ. ეს იყო შედეგი, რომელიც გვინდოდა. ლიდერობის დაბრუნება და ასეთი დაწყება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
განსაკუთრებით თავდაჯერებულს მხდის ის ენერგია, რომელიც ჩვენ განვავითარეთ. მივიღეთ ბევრი შანსი და გამოვიყენეთ. ჩემს ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი. ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. ამის დროც მოვა. მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა.“
შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ტუხელი „დორტმუნდში“ მუშაობდა. სულ ცოტა ხნის წინ, „ბაიერნმა“ დაკავებული თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ტომასი დანიშნა. ამ გამარჯვების შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა