მასტერ ლიგა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მეორე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

როსტო ფარცვანიას გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ირლანდიასთან გამარჯვების შემდეგ კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

ჩვენმა ნაკრები მატჩი ცუდად დაიწყო და კვიპროსელები მალევე დაწინაურდნენ. საქართველოს რიგებში კი თავი ლაშა კუკუჯანაშვილმა გამოიჩინა , რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი წინ ლევან ჩიხრაძემ გაიყვანა. შეხვედრის ბოლოს კი  დავით ბობოხიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - მასტერ ლიგის ნაკრების ისტორიული გამარჯვება
ევროპის ჩემპიონატი - მასტერ ლიგის ნაკრების ისტორიული გამარჯვება